* კომპიუტერულ ფირმაში ზარია * - ალო, კომპიუტერული ფირმაა? მე თქვენთან კომპიუტერი ვიყიდე ერთი თვის წინ. - ჰო. მერე? - დაიწვა. - რა დაიწვა? - ყველაფერი. - რა ყველაფერი? - ყველაფერი დაიწვა. - ყველაფერი როგორ დაიწვა! მონიტორი დაიწვა? ვინჩესტერი? - მონიტორიც დაიწვა, ვინჩესტერიც... - CD-ROM-იც? - კი, ეგეც, ფლოპიც, მაზერიც... - ეგ როგორ... რა მოხდა ეგეთი? - ხანძარი იყო ოფისში... ************************************************** ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის შევსებისას გრაფაში "ბავშვები" მან ჩაწერა 6/9. ჩავარდა კადრები საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს - 6 ბიჭი და 9 გოგო ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო... ბოლოს კითხეს: - რას ნიშნავს 6/9 ბავშვი? განსაცვიფრებელი პასუხი: - ცოლი მეექვსე თვეშია.
|